X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალ ელჩს შეხვდა

6 ოქტომბერი 2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალ ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 მინისტრმა ელჩს საქართველოში საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მინისტრმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია როგორც საგზაო, ისე წყალმომარაგებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

ირანის ელჩმა მაღალი შეფასება მისცა ქვეყანაში საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების პროგრესს. აღინიშნა ამ პროექტების მნიშვნელობა ქვეყნის პოტენციალის გაზრდისა და ეკონომიკური გაძლიერებისათვის, რაც აისახება მისი მოსახლეობის კეთილდღეობაზეც.